ახალი ამბები

გორის მე – 6 საჯარო სკოლის მოსწავლე ფიზიკის ფაკულტეტზე 70%-იანი გრანტით ჩაირიცხა 

ე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე, თენგო თედელური ფიზიკის ფაკულტეტზე 70 % -იანი გრანტით ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თენგო ამბობს, რომ ფიზიკით 3 წლის წინ დაინტერესდა და გადაწყვიტა პროფესიად აერჩია.

“3 წლის წინ, რეპეტიტორთან მეცადინეობა აკადემიური მოსწრების გამო დავიწყე. მეცადინეობის პროცესში ძალიან დამაინტერესდა და გავიგე, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს ფიზიკაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამერჩია ეს ფაკულტეტი. ფიზიკის შესწავლით შესაძლებელია ბუნების ძალიან ბევრი საიდუმლოს ამოხსნა, რამაც შესაძლოა სამყაროს მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს”, – ამბობს თენგო. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს მასშტაბით ფიზიკაში აბიტურიენტების 32% ჩაიჭრა. 

დატოვეთ კომენტარი