ახალი ამბები

გორელი მარიამ მასურაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტში 100% -იანი გრანტით ჩაირიცხა

გორელი მარიამ მასურაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტში 100% გრანტით ჩაირიცხა.

მარიამმა გორის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი თქმით, აღნიშნულ მიმართულებაზე ჩაბარება, ადამიანების დახმარების სურვილმა გადააწყვეტინა. 

“ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის ბიოლოგია, თანაც ადამიანების დახმარებაზე კარგი რა უნდა იყოს. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ კონკრეტული მიზანი დაისახონ და ამით აიმაღლონ მოტივაცია სწავლისთვის, თავი არ დაზოგონ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებული აქვთ.  ვინც წელს ჩააბარა და ისეთი სიხარული გამოსცადა, როგორიც  მე, ყველას ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ მომავალში და ეს მხოლოდ თითოეული ჩვენგანის განვითარების დასაწყისია!”, – ამბობს მარიამ მასურაშვილი. 

ინფორმაციისთვის, NAEC-ის ინფორმაციით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე აბიტურიენტმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა 100 პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი