ადამიანები ისტორიები

გოგას თავისი ჯავშან ჟილეტი ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

ვტორი: ეთო დურული

“მე ჩემს ქვეყანას, ჩემს სამშობლოს შევწირე, ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გამაჩნდა”, – ეს სიტყვები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გოგიტა მაკრახიძის დედას ეკუთვნის.

გოგიტა მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში ცხოვრობდა. მის შესახებ “მოზაიკას” მისი დედა ნანული მაკრახიძე ეაუბრა. ის ამბობს, რომ არადროს უნდოდა შვილის სამხედრო სამსახურში ყოფნა.

“გოგიტა იყო ცოტა ცელქი, მაგრამ დამჯერი. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. აინტერესებდა კლასგარეშე ლიტერატურა. ისტორიასაც კარგად ეუფლებოდა, ყოველთვის ვუყვებოდი ქართველი გმირების ამბებს. მე ჯარში შესვლამდე ვუთხარი ჩემს შვილს, შვილო, არ შეხვიდე საკონტრაქტო ჯარში, თორემ ომი რომ დაიწყოს, პირველებს თქვენ წაგიყვანენ-მეთქი. გოგამ ამაზე მიპასუხა, დედი, ნუ ნერვიულობ 21-ე საუკუნეში ომს რა უნდაო, თანაც ჩვეულებრივი მოქალაქეც, რომ ვიყო, მე ჩემს სამშობლოდ დასაცავდ მაინც წავალო”, – იხსენებს დედა.

დედა იხსენებს, რომ გოგიტა სამსახურის დაწყებას ცდილობდა, მაგრამ სამუშაო ადგილი ვერსად ნახა. ამიტომ 2004 წელს კონტრაქტს მოაწერა ხელი და სამხედრო მოსამსახურე გახდა.

გოგიტამ მოიარა ჯარი, რზერვშიც იყო. უნდოდა სამსახური ეშოვა, მაგრამ იმ დროს ძალიან ჭირდა სამუშაო ადგილები. ამიტომ გადაწყვიტა ჯარში შესვლა. მე უარი ვუთხარი, მან კი მიპასუხა, დედა მე უქმად ჯდომა არ შემიძლიაო და ხელს ნუ შემიშლითო. ამის შემდგომ მან საბუთები შეაგროვა და კონტრაქტით ჯარში შევიდა. იყო ძალიან მორწმუნე, ეკლესიური და უზომოდ კეთილი. ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა, თუმცა მისი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად სამართლიანობას გამოვარჩევდი”, – ამბობს ნანული.

ოჯახმა გოგიტას დაჭრის ამბავი მისი მეგობრისგან შეიტყო, თუმცა ახლობლებს ის ცოცხალი აღარ უნახავთ.

“მისმა მეგობარმა დაურეკა ჩემს უფროს შვილს, რომ გოგა დაჭრილი წამოიყვანა სასწრაფოს მანქანამ და მიხედეთო. ყველა საავადმყოფოში ვეძებდით ცოცხალს და ბოლოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მორგში ვიპოვეთ გარდაცვლილი. ძალიან ბევრი მოვისმინე იმ ჯარისკაცებისგან, რომლებიც ჩემს შვილთან ერთად იბრძოდნენ. მათგან გავიგე, რომ როცა საბრძოლდველად მიდიოდნენ, ყველას არ ჰქონია ჯავშან-ჟილეტი. გოგას თავისი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის ჩაუცმევია და უთქვამს, შენ უფრო მეტად გჭირდება, რადგან ცოლი და შვილი გყავსო. ბრძოლის ველზე ბიჭებს ასე მიმართავდა, ცოლშვილიანები უკან დადექით, საქორწინოები კი წინ წავალთო და ასეც იქცეოდა”, – გვიყვება ის.

ნანული მაკრახიძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმურა. აბობს რომ თითოეული ჯარისკაციც გარდაცვალება საკუთარ ტრაგედიას ახსენებს.

“თითოეული ახალგაზრდის სიკვდილი ჩემთვის საშინელებაა, მიახლდება ჩემი სიმწარე და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ომში წასული ჯარისკაცების დედებს ვეტყოდი, რომ ილოცონ. სწორედ დედის ლოცვას აქვს ყველაზე დიდი ძალა იმისა, რომ აგვარიდოს თავიდან განსაცდელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანებს ბედისწერის შეცვლა და უბედურების თავიდან აცილება არ შეგვიძლია”, – ამბობ ნანული.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი