ახალი ამბები

საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ჯარში სამსახურის პოპულარიზაციისკენ მოუწოდა

“საჭიროა მეტი საუბარი ხალხში რომ მათ სურვილი გაუჩდეთ სამხედრო სამსახურში წასვლის”, – ამ სიტყვებით ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძემ დეპუტატებს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ  2022 წლის საგაზაფხულო გაწვევის დროს, სამხედრო სამსახურს 41-მა წვევამდელმა თავი ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის მოწმობით აარიდა.

“საჭიროა მეტი საუბარი ხალხში რომ მათ სურვილი გაუჩდეთ სამხედრო სამსახურში წასვლის და ყოველ გაწვევის დროს “გირჩის “მღვდელმსახურები არ ხდებოდნენ. ჩვენც მოვიხადეთ სამხედრო სამსახური და ვფიქრობ, რომ სამხედრო სამსახურში წასვლა ყველა მოქალაქის ვალია”, – აღნიშნა ჯუმბერ შუბითიძემ.

ამავე თემაზე: სამხედრო მოწმობის დაკარგვის გამო, ქარელში 4 მოქალაქე დააჯარიმეს

დატოვეთ კომენტარი
ტეგები