ახალი ამბები

აღაიანთან ბიჭს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა 

აღაიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. 

შემთხვევა გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილმა ავტობანზე გადაიარა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. 

“შუა ავტობანზე გადმოჭრა. ერთმა მანქანამ სარკე გაარტყა. წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ ბორბლებში შეუვარდა მეორეს”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხადრთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, შსს-ში დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.