გორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა, – გორის მერიის ინფორმაციით წყლის შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალური მილის დაზიანებაა.
“გაცნობებთ, რომ გორში მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდა (არაგეგმიური გათიშვა). წყლის შეწყვეტა მაგისტრალური მილის დაზიანებამ გამოიწვია”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ წყლის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღდგება. აღნიშნულის შესახებ, აბონენტებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინებები.
დატოვეთ კომენტარი