სტატიები

“ჰასპის” მეთოდი – რა სიახლეებით ხვდებიან ხაშურის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 16 ივნისს დასრულდა, ბაღების გაერთიანების სამსახურის ინფორმაციით, რეგისტრაცია გაიარა 1640 – მა ბავშვმა. რამდენიმე საბავშვო ბაღში კი, სადაც თავისუფალი ადგილებია დარჩენილი აღსაზრდელთა ჩარიცხვა გრძელდება. 

რა სიახლეებით ხვდებიან ხაშურის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს? 

ხაშურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა გელაშვილის თქმით, ბაღებში დაინერგა “ჰასპის” პროგრამა, რაც ითვალისწინებს საბავშვო ბაღებში სამზარეულოების სრულად აღჭურვას, საკვები პროდუქტების მაქსიმალურად დაცვასა და უსაფრთხოებას. 

“ახალი სასწავლო წლიდან ხაშურის საბავშო ბაღებში დაინერგა ჰასპის მეთოდი, ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა სამზარეულოს აღჭურვა ჰასპის მოთხოვნების შესაბამისად. თითოეული ბაღისთვის შეძენილი იქნა სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარი მაცივრები,ხორცსაკეპი მანქანები,ბავშვთა კვების მენიუში მოხდა ცვლილებები,რითაც ყოველდღიური კალორაჟი მაქსიმალურად მიუახლოვდა სტანდარტს”, – ამბობს ლელა გელაშვილი. 

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის, ახლად რეაბილიტირებულ გარემოში გააგრძელებენ ფუნქციონირებას ხაშურის მე -6 და მე -12 საბავშვო ბაღები.

“ახალ სასწავლო, 2022-2023 წელს სიახლებით ვხვდებით, რეაბიტირებულ გარემოში განაგრძობენ მუშაობას ხაშურის მე-6 და მე-12 საბავშო ბაღები, მე-6 საბავშო ბაღში მიმდინარეობს ჭერის და სახურავის კოსმეტიკური რემონტი, ხოლო რაც შეეხება ოსიაურის საბავშო ბაღს, მას ხაშურის საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან გამრეკელი თავსი ხარჯებით არემონტებს”, – ამბობს ლელა გელაშვილი. 

ლელა გელაშვილის თქმით, ასევე მოხდა 30 000 ლარის ღირებულების სათამაშოების შეძენა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის და დაგეგმილია 100 ორსართულიანი საწოლისა და თეთრეულის შეძენა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.