25 აგვისტოს, 21:00 საათზე გორის თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში გორის „დილა“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას გორელები მეოთხე პოზიციაზე ხვდებიან, ხოლო „სიონი“ მეცხრე ადგილზეა.
„დილა“ და „სიონი“ ერთმანეთისთვის პრინციპული და ტრადიციული მეტოქეები არიან.
აქამდე ამ გუნდებს 48 შეხვედრა აქვთ ჩატარებული ერთმანეთის წინააღმედ.
22 გამარჯვება ბოლნისელთა ანგარიშზეა, გორელებმა 18-ჯერ იმარჯვეს, ხოლო 8 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.
შიდაქართლელებითვის აღნიშნული შეხვედრა ასევე იმიტომ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ გუნდს ზედიზედ სამი მარცხი აქვს და გამარჯვება ძალიან სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში „დილა“ კიდევ უფრო დაშორდება ევროტურნირების ზონას.
სტადიონის კარი 19:00 საათიდან გაიღება და გულშემატკივრებს ტრიბუნებზე ადგილის დაკავება მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე შეეძლებათ.