ახალი ამბები

გორის მერია დეკორატიულ სკამებს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დეკორატიული სკამების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. 

უწყება სკამებში წარწერით: “გორის მერია” 24 500 ლარის გადახდას გეგმავს.  50 სკამის განთავსება ქალაქის მასშტაბით იგეგმება. 

“შესყიდვის მიზნით ჩატარდა ბაზრის კვლევა. კვლევა გაეგზავნა 3 (სამი) პოტენციურ მიმწოდებელს, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 1 (ერთი) მიმწოდებელმა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრა ბაზრის კვლევის შედეგად დაფიქსირებული ფასის და მონაცემების შესაბამისად”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სკამების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში. 

დატოვეთ კომენტარი