ახალი ამბები

აძვში ხიდს, რომლიდანაც 2 ადამიანი გადავარდა მოაჯირებს უკეთებენ 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში ხიდს მოაჯირებს უკეთებენ. 

აღნიშნული ხიდზე მოაჯირების გაკეთებას მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს, რადგან ის გადაადგილების დროს უსაფრთხო არ იყო. 

მერის წარმომადგენელი, ახალუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ ხიდზე მოაჯირების მონტაჟი მალე დასრულდება. 

” დღეს დაასრულებენ გაკეთბას. რკინის მოაჯირები კეთდება. კეთილმოწყობის სააგენტო აკეთებს”, – გვითხრა ტარიელ ვათიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ხიდიდან ორ თვეში ორი ადამიანი გადავარდა და დაიხრჩო. 

დატოვეთ კომენტარი