ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის განთესილთა სიის ლიდერია

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ UWW-მ 10-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ტოპ-8 განთესილთა ვინაობა გამოაქვეყნა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და საკონტინენტო ჩემპიონატების და სარეიტინგო ტურნირების მიხედვით შედგა.

ამ სისტემის მიხედვით ბადე შემდეგნაირად გადანაწილდება: 

რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები ერთმანეთს მხოლოდ ფინალში შეხვდებიან.

მერვედფინალები

No. 1 vs. No. 8 (ზედა მხარე)

No. 4 vs. No. 5 (ზედა მხარე)

No. 2 vs. No. 7 (ქვედა მხარე)

No. 3 vs. No. 6 (ქვედა მახრე)_

ნახევარფინალები

No. 1 vs. No. 4 (ზედა მხარე)

No. 2 vs. No. 3 (ქვედა მახრე)

ფინალი

No. 1 vs. No. 2

რეიტინგის ლიდერი, გენო პეტრიაშვილი ფინალამდე პრინციპულ მეტოქე ტაჰა აკგულს არ შეხვდება. ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელი ზარე ბადის მეორე მხარესაა და სავარაუდო ნახევარფინალში ტაჰა აკგულს დაეჭიდება. გენოს მეტოქე მერვედფინალში კი კანადელი დესი იქნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები