ახალი ამბები

ატენში მოსახლეობამ გზა გადაკეტა 

მორიგი პროტესტი ატენში- ადგილობრივები გზის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას ითხოვენ. 

ატენელები სოფლის საავტომობილო გზასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს.

“სარეცხს რომ გავფენთ, სანამ გაშრება მტვრით ივსება, რით ვერ დაადგა საშველი ამის დასრულებას”,- ამბობენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ ატენელებმა მსგავსი პროტესტი რამდენიმე კვირის წინაც გამართეს, მათ ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ სამუშაოები დაჩქარდებოდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.