ახალი ამბები

“დილას” ზედიზედ 3 მარცხი საქართველოს ჩემპიონატში

20  აგვისტოს გორის „დილამ“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გამართა და „დინამოსთან“ 3-0 დამარცხდა.

აღნიშნული მარცხი გორელთათვის ზედიზედ მესამე აღმოჩნდა საქართველოს ჩემპიონატში, რაც გორული კლუბისთვის ყველაზე ცუდი სერიაა მიმდინარე სეზონში.

აღნიშნული მარცხის გამო „დილა“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა და ევროტურნირების ზონას, რომელშიც წყალტუბოს „სამგურალი“ იმყოფება, ოთხი ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ „დინამოსთან“ შეხვედრაში გორელების სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 5 ფეხბურთელი იჯდა, რაც გუნდში ფეხბურთელების ნაკლებობაზე მიუთითებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.