გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ გელა სადაღაშვილსა და მარიკა კურმაშვილს წიგნები დაუბეჭდა.
სააგენტომ 1550 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა გამომცემლობას შპს “კალმოსანი”, რომელმაც დაბეჭდა გელა სადაღაშვილის “სინათლე გვირაბის ბოლოს” და მარიკა კურმაშვილის “მუზა მოფრინავს ლურჯი ზეციდან”.
ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტომ მარიკა კურმაშვილის წიგნის 100 ცალი ეგზემპლარის დაბეჭდვაში 550 ლარი გადაიხადა, ხოლო გელა სადაღაშვილის წიგნის 150 ეგზემპლარში 1000 ლარი.
დატოვეთ კომენტარი