ენმ-ის თქმით, ქვიშხეთში მოსახლეობა მდინარე შოლას გაწმენდას ითხოვს.
პარტიის წარმომადგენლოის ეკა პაპუაშვილის თქმით, მდინარის კალაპოტი დაბინძურებულია.
“ქვიშხეთში, ჭალის დასახლებაში, სადაც მდინარე შოლა ჩამოედინება, კალაპოტი და მთლიანად მდინარე გასაწმენდი და დაბინძურებულია, არიან ქვეწარმავლებიც, რის გამოც მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია. ქუჩაში გავლაც კი საშიში გახდა, ისეთი მდგომარეობაა”, – ამბობს პაპუაშვილი.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, პრობლემის მოგვარების საჭიროებაზე მას ადგილობრივები ესაუბრნენ.
“ქვიშხეთის მოსახლეობა პირადად დამიკავშირდა და ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარება მთხოვა. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, რადგან ვისაც მიმართეს, ყველა ეუბნება, რომ მათ ეს საქმე არ ეხებათ”, – გვიყვება ეკა პაპუაშვილი.