ადამიანები ისტორიები

გორელი ფეხბურთელი სანტიაგო ბერნაბეუზე – ზურაბ დალაქიშვილის ისტორია

უეფას, ჩემპიონთა, ევროპის და თასების მფლობელთა თასების გამარჯვებულები ერთმანეთის წინააღმდეგ. ასეთი ფორმატის ტურნირი 2000-ან წლებამდე ტარდებოდა და მასში მონაწილეობას ევროპის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები იღებდნენ.

1981 წელს „დინამო“ თბილისი თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა, ეს კი ნიშნავდა, რომ ახალკაცის გუნდი „ოთხთა ტურნირზე“ მიიღებდა მონაწილეობას.

1981 წელს „ოთხთა ტურნირი“ მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ტარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობას „რეალის“, „დინამოს“, „ბაიერნის“ და “AZ” ძირითადი გუნდების გარდა, მათი ახალგაზრდული გუნდებიც იღებდნენ.

სწორედ „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა გორელი ფეხბურთელი, ამპლუით მარჯვენა მცველი ზურაბ დალაქიშვილი.

ჩვენთა საუბრისას ზურა იხსენებს:

„დინამო“, როგორც თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, ისე გაემგზავრა მადრიდში ოთხთა ტურნირზე. მადრიდში წავედით ჩვენც, „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდი. ეს ძალიან მაგარი ამბავი იყო, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მაშინ „ბერბაბეუზე“ მოიყრიდნენ თავს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაცია იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართველები მაშინ ისედაც განებივრებულები ვიყავით ამით, რადგან მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავები ქართველებიც ბევრნი იყვნენ და „დინამოში“ თამაშობდნენ.“

როგორც ზურა გვიყვება, ახალგაზრდული ტურნირი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

„ტურნირზე ერთმანეთს დავუპირისპირდით „დინამო“, „ბაიერნი“, „რეალი“, და „AZ”. “AZ-ს” იმ წელს მართალია არაფერი მოუგია, თუმცა „უეფას“ თასის გამარჯვებული “იფსვიჩი“ მადრიდში არ ჩამოფრინდა და მათ მაგივრად “AZ” გამოცხადდა ჩვენთან სათამაშოდ. პირველი მატჩი სამწუხაროდ დავთმეთ ტურნირის მასპინძელ „რეალთან“, თუმცა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში “ბაიერნთან“ საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, საოცრად სანახაობრივი თამაში გამოვიდა და ძირითადი დრო 5-5 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მაინც მოვახერხეთ გერმანელების დამარცხება.“

ზურა გვიყვება „დინამოში“ გატარებულ და ზოგოდად საფეხბურთო კარიერაზეც.

„ის ოთხთა ტურნირი მართალია სიმბოლური, წინა სასეზონო მოსამზადებელი ხასიათის იყო, მაგრამ მაინც ძალიან გაგვიხარდა „ბაიერნთან“ გამარჯვება. საბოლოოდ ტურნირი მესამე ადგილზე დავასრულეთ და ასე დავბრუნდით საართველოში.

1981 წლის „დინამოში“ უამრავი ვარსკვლავი თამაშობდა და ჩვენთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მათი სისტემატური ხილვა და მათგან რჩევების მიღება უდიდესი გამოცდილება და სტიმული იყო.

„დინამოში“ ცოტა ხნით ვიყავი. სხვადასხვა ქართული კლუბებისგანაც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა კარიერის დიდი ნაწილი მაინც მშობლიურ გორში, „დილას“ შემადგენლობაში გავატარე და კარიერაც აქვე დავასრულე. ბერნაბეუს ტურნინი კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასიამოვნო მოგონებაა ჩემი ფეხბურთში გატარებული პერიოდიდან.“

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე