ხაშურელმა პედაგოგმა მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
თინათინ ძულიაშვილი ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში დაწყებით კლასის მასწავლებელი და ახალი სკოლის მოდელის კურიკულუმის დანერგვის კოორდინატორია.
თინათინმა მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შემდეგ მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
“იყო მასწავლებელი ნიშნავს, გიყვარდეს თითოეული მოსწავლე უპირობოდ, მათი ძლიერი და სუსტი მხარეებით. მასწავლებელი იღებ პასუხისმგებლობას მოსწავლის ცოდნასა და პიროვნულ განვითარებაზე, ხელს უწყობ ჩამოყალიბდეს ის აქტიურ მოქალაქედ. მთავარია, ასწავლო ბავშვს, როგორ გამოიყენოს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, დაანახო ცოდნის კავშირი ცხოვრებასთან”, – ამბობს თინათინ ძულიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი