ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირი დაიწყო

მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც გორის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ტარდება, ხელთუბნის სპორტულ მოედანზე ხელთუბნისა და ზეღდულეთის გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 8-2 დასრულდა.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში მონაწილეობას 20 გუნდი იღებს.

გამოვლინდება 3 პრიზიორი გუნდი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სიგელები.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი დაჯილდოვდება მერიის თასით და 3000 ლარით, მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 2000 ლარს, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს გადაეცემა 1000 ლარი.

თამაშები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები