ახალი ამბები

თელადგორს წყლის პრობლემა მოუგვარდება – კასპის მერია

კასპის მაღალმთიან სოფელ თელადგორში სასმელი წყლის ჭაბურღილს აწყობენ. სამუშაოებს შპს „ჰეიქ თაივეი“ ასრულებს.

სოფელი დღემდე სასმელ წყალს 6 საუბნო ონკანიდან იღებს. როგორც კასპის მერიაში ამბობენ, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყალი ინდივიდუალურად, ოჯახებში მიეწოდება.

“მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფას. მოსახლეობას კი ვთხოვთ წყალი ყოველთვის მიზნობრივად და რაციონალურად გამოიყენონ “, – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ

პროექტის ღირებულება 649 999 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები