შინდარაში მე- 4 საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ახალი შენობის აშენებამდე სასწავლო პროცესი ხაშურის მე- 7 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გაგრძელდება. მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირებისთვის ტრანსპორტს ხაშურის მერია გამოყოფს.
სკოლის დირექტორის ნანა გაგნიძის ინფორმაციით, სკოლის შენობა წლების განმავლობაში ავარიული იყო.
“დაწყებულია სკოლის დემონტაჟი, მის სრულად დანგრევას და ადგილის მოსუფთავებას 2 თვე დასჭირდება, შემდგომ გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება ახალი სკოლის აშენება, რომელიც წელიწად ნახევარში დასრულდება, თუ რამე გარემო პირობებმა არ შეგვიშალა ხელი ამბობს”, – ნანა გაგნიძე.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ სკოლაში 409 მოსწავლე ირიცხება.
დატოვეთ კომენტარი