სურამში, ე.წ. ბუღაურას დასახლებაში მცხოვრებლები, ბოლო ორი კვირაა სასმელი წყალის გარეშე არიან დარჩენილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლების გამო დამსვენებლები გაექაცათ და ტურისტული სეზონი იმ ოჯახებისთვის, ვინც ოთახების გაქირავებით მცირე შემოსავალს იღებდა, ჩავარდა.
წყლის პრობლემის გარდა, მოსახლეობა უგზოობასაც უჩივის.
“არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არც წყალი გვაქვს, არც გზა. იძულებულები ვართ გზა გადავკეტოთ, თუ პრობლემას უახლოეს დღეებში არ მოგვიგვარებენ”,- ამბობენ ადგილობრივები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
დატოვეთ კომენტარი