საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ორ თვიანი პაუზის შემდეგ 13 ივლისს განახლდა.
14 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის “დილამ” გათამაშების ლიდერ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ბათუმელთა სერბმა ლეგიონერმა, მილან რადინმა გაიტანა.
დილას შემადგენლობა – კანევცევი, ვანდერსონი, ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, ალეფი, ბატიუშინი, მოსიაშვილი, ნონდი, კაპანაძე, გალე, გომისი.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ გორის “დილა” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს.
დატოვეთ კომენტარი