ახალი ამბები

კასპში გაუჩინარებულ 27 წლის ბიჭს მეხუთე დღეა ეძებენ 

კასპში გაუჩინარებულ 27 წლის ახალგაზრდას მეხუთე დღეა ეძებენ. ბექა რევაზაშვილი ქვემო გომში, საკუთარი სახლის ეზოდან 5 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

სამძებრო სამუშაოებში პოლიციის გარდა, მისი ახლობლები და თანასოფლელებიც ჩართულები არიან. 

“არაფერი არ ვიცით, ყველა ვარაუდი ამოგვეწურა. ბოლო ინფორმაციით, ქვემო ხანდაკში დაინახესო, მაგრამ არ დადასტურდა, რადგან ვინც დაინახეს, ბექა არ აღმოჩნდა. პოლიცია ისევ აგრძელებს ძებნას, ჩვენც ჩვენი ძალებით ვეძებთ. ყველანაირად მშვიდი და უკომფლიქტო ადამიანია, არც ვინმესთან ჰქონია დაპირისპირება”, – ამბობს ინგა რევაზაშვილი. 

ინფორმაციისთვის, 27 წლის ბექა რევაზაშვილი 5 დღის წინ გაუჩინარდა, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას სახლიდან გასვლის დროს ეცვა შავი პერანგი წითელი ზოლებით, სავარაუდოდ მუქი ფერის შარვალი და თავზე ეფარა კრემისფერი პანამა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები