ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში “ორ მილა” წყარო დაშრა. მას ატოცელები “უკვდავების წყაროსაც” ეძახდნენ.
როგორც ადგილობრივი გია დიდებულიძე გვიყვება წყარო მას შემდეგ დაშრა, რაც სოფელში წყლის მილების ჩაყრა დაიწყეს.
“გათხრების დროს წყალმა კალაპოტი დაკარგა და წყარო დაშრა. ყველაფერს წარმოვიდგენიდი და ეს წყარო თუ ოდესმე დაშრებოდა, ამას სოფელში ვერავინ იფიქრებდა. საჭიროა, გეოლოგების ჩართვა, რომ წყლის კალაპოტის მოძებნა მოხდეს. მუნიციპალიტეტის მერია უნდა დაინტერესდეს ამ საქმით”, – ამბობს გია დიდებულიძე.
ატოცელების თქმით, ახლა ატოცს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
“წყალი გრაფიკით მოდის. ამიტომ წყლის დამარაგება გვიწევს. შეიძლება წყალი ორი დღე არ მოვიდეს. გარდა ამისა, ჩვენ ამ წყაროს სარწყავადაც ვიყენებდით. ახლა კი, იძულებულები ვართ ქალაქის წყალით მოვრწყათ ბაღები”, – ამბობს ელისო სტეფნაძე.