ძლევიჯვარში გამართულ ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ტურნირის ფალავანი გურამ თუშიშვილი გახდა.
- ტურნირის ფალავანი გახდა – გურამ თუშიშვილი,
- ვიცე ფალავანი – გელა ზაალიშვილი,
- მესამე ადგილი – გიორგი პაპუნაშვილი;
ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ ბექა (ტაისონა) ღვინიაშვილი დასახელდა.
“მოზაიკა” გთავაზობთ ტურნირის შედეგებს:
60 კგ.
- ხოზაურაშვილი /3000₾.
- პაპინაშვილი /2 000₾.
- ინაშვილი / 1000ლ.
70 კგ.
- ნადირაძე / 3000 ₾.
- მუკბანიანი / 2 000₾.
- ბერუაშვილი / 1000₾.
80 კგ.
- ახალაური / 3000 ₾.
- მაისურაძე / 2 000₾.
- ლიჩელი /1000 ₾.
90 კგ.
- ბექა ღვინიაშვილი /5000ლ.
- პაპუნაშვილი / 3000 ₾.
- გოგოლაძე / 2000ლ
აბსოლუტური
- თუშიშვილი / 10 000₾.
- ზაალიშვილი / 8 000₾.
- პაპუნაშვილი / 5 000ლ
ქარელის სპორტის ა(ა)პ ის ხელმძღვანელის გიორგი ბერუაშვილის თქმით, ტურნირში 120 სპორტსმენი მონაწილეობდა.
“საქართველოს მასშტაბით 120 სპორტსმენი მონაწილეობდა, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტიდან 30- მდე მოჭიდავე. ესენი იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი, გურამ თუშიშიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი. მაღალი დონის ღონისძიება იყო და შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა”, – აღნიშნა გიორგი ბერუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდი 46 000 ლარი იყო.
დატოვეთ კომენტარი