ახალი ამბები

გორის მერია საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაში 2 მილიონ ლარზე მეტს გადაიხდის 

გორის მერია 4 წელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის მომსახურებისთვის 2 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. მომსახურების შესასყიდად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულ კომპანიას დაევალება 2022-2023-2024-2025 წლებში, გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2025 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე. 

“ზედამხედველო კომპანიამ უნდა აწარმოოს ყოველ კონკრეტულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების, აგრეთვე ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად”, – ნათქვამია დოკუმენტაციაში. 

შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

დატოვეთ კომენტარი