აბისისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია სწავლის დაწყებამდე დასრულდება.
მერიის ინფორმაციით, ორივე სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებზე 3 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
“ორივე შენობა სრულად განახლდა შეიცვალა სახურავები, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სველი წერტილები, მოეწყო ორივე სკოლის ეზო და სპორტული მოედნები”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ორივე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლისთვის დასრულებული იქნება და ადგილობრივ მოსწავლეებსა და პედაგოგოებს განახლებული ინფრასტრუქტურით შეეძლებათ სარგებლობა.
დატოვეთ კომენტარი