ახალგაზრდული ცენტრი “ახალი თაობა” ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში რუსეთ – საქართველოს ომის თემატიკაზე პოსტერების კონკურსს ატარებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას, ვისაც ხატვა და პოსტერების შექმნა შეუძლიაა.
“გააცოცხლე კადრები და ასევე შენი წარმოდგენები 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იყავი რეალური.
პოსტერების მიღების ბოლო ვადა 6 აგვისტოს 18:00 საათია, გამარჯვებული კი 8 აგვისტოს ონლაინ გამოვლინდება . გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული კვირეულის გამარჯვებულები 12 აგვისტოს დაჯილდოვდებიან.
ონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: პოსტერების კონკურსი
ინფორმაციისთვის, პროექტი “ახალგაზრდული დღეების” ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერია-სთან ერთად ხორციელდება.