გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ატენში სკვერისა და ბოშურში ფანჩატურის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ სამუშაოებისთვის 76 215 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, ატენში, მინი სტადიონის მიმდებარედ განთავსდება საბავშო ატრაქციონები და ტრენაჟორები, ხოლო ბოშურში, ადმინისტრაციულ შენობასთან მოეწყობა ფანჩატური მოსაცდელისთვის და მოპირკეთთება ტერიტორია.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი