ხაშურში 200 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი “ქართლი” გაიხსნება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება და კოლეჯის გახსნა შემოდგომით იგეგმება.
არსებული ინფორმაციით:
- სამსართულიან შენობაში იფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მაღალტექნოლოგიური სახელოსნოები და თანამედროვე სტანდარტის სპორტული დარბაზი;
- შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის;
- აღიჭურვება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით;
- ეზოში მოეწყობა ავტოსადგომი, სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული ღია სპორტული მოედანი.
“ხაშურის პროფესიული სასწავლებელი სტუდენტებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს შესთავაზებს, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან მომზადება- გადამზადების პროგრამებს”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ “მოზაიკასთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო პროგრამებს შორისაა:
- ელექტრობა;
- ქვის სამუშაოების წარმოება;
- კულინარია;
- კონდიტერია;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- შედუღება;
- იატაკის მოპირკეთება;
- ვეტერინარია;
- მეფუტკრეობა;
- მებაღეობა;
- სატყეო საქმე.
“კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან.”
საგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობისთვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
დატოვეთ კომენტარი