ქარელის მე-2 საჯარო სკოლა საკუთარი მოსწავლეების წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სკოლის ინფორმაციით, მათმა ორმა მოსწავლემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესთან მიახლოებული ქულები მიიღეს,
- ანა გუდაძემ 60-დან 59 ქულა აიღო.
- ნინო არავიაშვილმა 60 -დან 57 ქულა აიღო.
სკოლის დირექტორის ლია ჭაბუკაშვილის განმარტებით, ანა გუდაძემ და ნინო არავიაშვილმა სკოლა ოქროს მედალზე დაასრულეს.
დატოვეთ კომენტარი