ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს ერთი მოადგილე ჰყავს – ზვიად ქურდაძე.
ზვიად ქურდაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვარში შეავსო, რომლის მიხედვითაც მის საკუთრებაშია 517 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2012 წელს 2000 ლარად შეიძინა. ასევე ფლობს მსუბუქ ავტომობილს TOYOTA PRIUS, რომელიც გასულ წელს შეიძინა და 12000 ლარი გადაიხადა.
ქურდაძეს დეკლარაციაში ასახული აქვს ასევე ოჯახის დანაზოგი 10000 ლარი და მიწის ნაკვეთისა და ავტომობილის გაყიდვიდან შემოსული თანხა 30 000 დოლარი. შემოსავლებში ასახული აქვს ასევე მიწის ნაკვეთის გასხვისებიდან მიღებულ თანხა 61 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით ზვიად ქურდაძეს ერთ წელში, ხელფასის სახით 29 061 ლარი აქვს მიღებული, მის მეუღლეს კი, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის ფინანსური მენეჯერად მუშაობს ერთ წელში ხელფასის სახით 15200 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ქურდაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს 5000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი.