“როცა სხვა რეგიონებში რამე ზიანდება, მაგალითად კახეთში – ყურძენი და დასავლეთში – სიმინდი ყოველთვის მხარში უდგას მთავრობა მათ, ჩვენი ფერმერები არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა გლეხებს”, – აცხადებს ვასიკო ბაქრაძე, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი და ქარელელი ფერმერების დახმარების ინიციატივით გამოდის.
ბაქრაძე ფიქრობს, რომ საკრებულომ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, შეისწავლოს სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების საჭიროებები და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს ცენტრალურ ხელისუფლებას.
“მაისი და ივნისი გამოირჩეოდა უხვი ნალექით, რამაც დააზიანა ბლის კულტურა. ფერმერები, რომლებიც ამ მოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები, ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ. ,შევხვდი მათ და მოვისმინე მათი მოთხოვნები და საჭიროდ მივიჩნევ, რომ მათ დახმარება გაუწიოს მთავრობამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ”.