ახალი ამბები

გორში ახალგაზრდული დღეები იწყება

ახალგაზრდული ცენტრის „ახალი თაობა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით გორში ახალგაზრდული დღეები იწყება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესში.

ახალგაზრდული დღეები 29 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება:

  • 29 ივლისი – ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში
  • 30 ივლისი – სითი გეიმი;
  • 1 აგვისტო – სამაგიდო თამაშები;
  • 3 აგვისტო – ფრენბურთის მატჩი და ფილმის ჩვენება
  • 5 აგვისტო – მხიარული სტარტები; წუწაობის ფესტივალი;
  • 7 აგვისტო – თამაში “უნივერსალი”, ფილმის ჩვენება
  • 8 აგვისტო – საუკეთესო პოსტერის გამოვლენა;
  • 12 აგვისტო – შემაჯამებელი დღე და გამარჯვებულთა დაჯილდოება.

დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის შევსების მსურველები უნდა ეწვიონ ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები