თაკო მოდებაძე 11 წელია, რაც პროფესიონალურ ფეხბურთს თამაშობს, 20 წლის სპორტსმენს კარიერის განმავლობაში 42 გოლი აქვს გატანილი. სხვადასხვა დროს თამაშობდა სხვადასხვა კლუბებში, თუმცა კარიერა ქუთაისიდან დაიწყო, სადაც ბიჭებთან ერთად თამაშობდა 4 წლის განმავლობაში, ასევე იყო სამეგრელოს ქალთა გუნდში და გორის იუნაიტედში.
თაკო 20 წლისაა. 2 წელია რაც ხაშურის “ივერიაში” თამაშობს, ის ცენტრალური მცველია.
“ხაშურში ჩემმა მწვრთნელმა ჩამომიყვანა, კარგი პირობები შემომთავაზეს და დავთანხმდი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის ფეხბურთი იყო. როდესაც მოედანზე შევდივარ, ჩემზე ბედნიერი არავინაა. არასდროს ყოფილა წინაღმდეგობა ოჯახიდან. პირიქით, როდესაც გაიგეს, რომ ფეხბურთი ასე მიყვარდა, ჩემ თამაშებზე დადიოდენ და მოტივაციას მაძლევდენ”, – იხსენებს თაკო.
წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობს, ამბობს, რომ ამ სპორტში ბევრი სირთულეა, პირველ რიგში კი ის, რომ საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა ქათა ფეხბურთს.
“ძალიან დიდ დროს ვუთმობ ფეხბურთს, რადგამ თუ გინდა ითამაშო, ამისთვის უნდა იშრომო, უნდა გააკეთო ყველაფერი და ბოლომდე დაიხარჯო. დილის სათებში 4 საათს ვვარჯიშობ, საღამოს კი 2 საათზე მეტს. რეჟიმს ვიცავ, ვითვალისწინებ, რასაც მწვრთნელი მეუბნება. საერთოდ არ არის რთული რადგან როდესაც გაქვს მოტივაცია, მონდომება, სურვილი რომ იშრომო, ყველაფერი შესაძლებელია”, – გვიყვება ის.
თაკოს სურვილია ბარსელონაში ითამაშოს. აპირებს, რომ საკუთარი სურვილის ასასრულებლად ბევრი იშრომოს.
“ბევრი ადმიანის მხრიდან წამოსულა ცუდი დამოკიდებულება რომ ფეხბურთი არაა ქალის საქმე, რა მინდა ფეხბურთზე, რომ ვერაფერს მივაღევ. მე მინდა ესეთ ხალხს ვუთხრა, რომ შეუძლიათ მომავალში დატკბენ ჩემი წარმატებებით, რადგან არ დავნებდები და მათ დასანახად, ვინც ფიქრობ რომ ქალის საქმე არაა ფეხბუთი, უფრო მეტს მივაღწევ”, – ამბობს თაკო.
თაკო სამომავლოდ საზღვარგარეთ წასვლას და კარიერის უცხოურ კლუბში გაგრძელებას აპირებს.