ახალი ამბები

შსს-თქმით, შიდა ქართლში დააკავეს პირი, რომელიც 43 კგ. კანაფს ინახავდა

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის ჯამში 20 პირი დააკავეს, – ინფორმაცია ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს,

დატოვეთ კომენტარი
ტეგები