ქარელის კულტურის სახლს ჯანო ბაგრატიონის სახელი მიენიჭა, – ამის შესახებ მოზაიკას ინფორმაცია სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარემ მიხეილ ხათაშვილმა მიაწოდა.
“კომისიის მოთხოვნა, რომ ქარელში მდებარე კულტურის სახლისთვის ჯანო ბაგრატიონის სახელი მიენიჭებინათ, დადებითად გადაწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის სახლი ამიერიდან ჯანო ბაგრატიონის სახელობის იქნება”.
ინფორმაციისთვის, ჯანო ბაგრატიონი ქარელის მუნიციპალიტერში, სოფელ აბანოში დაიბადა. იგი იყო ქორეოგრაფი და სახალხო არტისტად ითვლებოდა.
დატოვეთ კომენტარი