ადამიანები ისტორიები

მწერალი, რომელიც აკრძალული ლიტერატურის გავრცელების გამო, ორჯერ დააკავეს

“დედა მაია”, “ღამის მეხრე ცეცო”, “წითელი სარჩული”, “ჯორ-ზაქარია”, “ყაყიტას ქურდები” , – ეს სოფრომ მგალობლიშვილის შემოქმედების არასრული ჩამონათვალია.

სოფრომ მგალობლიშვილი 1851 წელს ქარელის სოფელ დირბში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სოფრომმა მწერლობა სემინარიაში დაიწყო, მისი ნაწარმოებები და თარგმანები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემეში.

სემინარიის დასრულების შემდეგ, მწერალი და პუბლიცისტი საკუთარ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სკოლებში ქართულ და რუსულ ენას ასწავლიდა. სოფრომი გატაცებული იყო ანტიმონარქიული იდეებით, წარმოდგენებსაც კი მართავდა გორსა და ქარელში, ავრცელებდა იმ დროს აკრძალულ ლიტერატურას, რის გამოც ის ორჯერ დააკავეს.

სოფრომ მგალობლიშვილი ერთხანს ფოთში გადავიდა საცოვრებლად, სადაც საეპარქიო სამმართველოში მუშაობდა, 1897 წელს გადადის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. 1910 წელს დაითხოვეს სინოდიდან და ამის შემდეგ იგი მთლიანად ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში.

1925 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გარდაცვალა, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.