კასპში ახლადმოწყობილი საბავშვო სკვერი დააზიანეს, – ინფორმაციას ფაქტის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაზიანებულია სკამები და საბავშვო საქანელები.
მომხდართან დაკავშირებით, მერია საზოგადოებას მიმართავს:
“რატომ? რატომ არ ვუფრთხილდებით? ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა კასპში, ზოგიერთმა მავნებელმა მოასწრო და ბავშებს გასართობი საშუალებები – სასრიალო, საქანელები და აიწონა-დაიწონა დაუზიანა. ზოგიერთმა ბავშების გულისტკენა მოახერხა. რატომ ვაზიანებთ იმას, რაც თითოეული ჩვენგანისაა? მისი აღდგენა ხომ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული”
დატოვეთ კომენტარი