ახალი ამბები

კასპის მერია მეტეხის დასახლებაში გზას აგებს

კასპში სადგურ მეტეხის დასახლებაში 353 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს.

გზის რეაბილიტაცია ადგილობრივბი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 224 242 ლარია.

„დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. საბავშვო ბაღის მიმდებარედ საჯარო სკოლის შენობაც არის განთავსებული და მათთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით გადაადგილებას შეძლებენ როგორც საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის მოსარგებლეები, ასევე დასახლების მაცხოვრებლები“, – აცხადებს კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე.

დატოვეთ კომენტარი