გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მსუბუქი ავტომობილი სარწყავ არხში გადავარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.
შემთხვევა იმ ხიდზე მოხდა, რომელიც აძვსა და ახალუბანს ჰყოფს.
გარდაცვლილი გორელი ტაქსის მძღოლი, 65 წლამდე მამაკაცი იყო. არსებული ინფორმაციით, მან აძვში მგზავრი წაიყვანა, უკან დაბრუნებისას კი არხში გადავარდა.
“მანქანა ამობრუნებული იყო, როგორც ჩანს ღვედის გახსნა ვერ მოასწრო და დაიღღუპა”, – ამბობენ ადგილობრივები.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე თვეში აღნიშნულ ხიდზე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა – ფეხით მოასიარულე მამაკაცი არხში ჩავარდა და დაიხრჩო. ადგილობრივები დიდი ხანია ითხოვენ, რომ ხიდზე მოაჯირები გაკეთდეს.
აძვში ხიდიდან მამაკაცი ტირიფონის არხში გადავარდა და დაიხრჩო
ტირიფონის არხში მანქანა გადავარდა – გარდაიცვალა მამაკაცი