საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კარბში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებული 70 წლამდე ასაკის მ.კ. ბრალის ოფიციალურად წარდგენის და სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.
ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. “მოზაიკას” ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დააკავეს.
პროკურატურას ბრალის წარდგენის 72 საათიანი ვადა სავარაუდოდ, დღის ბოლოს ეწურება. ამ საქმეზე ვახტანგ გომელაურის უწყება გამოძიებას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებს, თუმცა, გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახი თვლის რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაფართოვდეს და მუხლიც გადაკვალიფიცირდეს.
მათი თქმით, ლევან გვიმრაძეს თავდაპირველად, სარწყავი წყლის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავებულის შვილმა და მასთან ერთად მყოფმა მამაკაცებმა მიაყენეს. მოგვიანებით კი, ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგანი 70 წლის ქალმა თავის არეში ჩაარტყა. ლევან გვინრაძეს სტაციონალში 7 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, ჭრილობების სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.