გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სარწყავ წყალთან დაკავშირებით დაიწყო, ერთ-ერთის დედამ 33 წლის მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა.
“დაპირისპირებაში ჩაერთო ერთ-ერთის დედა და ქვა ჩაარტყა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- ამბობენ კარბში.
სამართალდამცავებმა 70 წლამდე ქალი დააკავეს.
დატოვეთ კომენტარი