ტიროფონის არხში მანქანა გადავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიღუპა მამაკაცი, რომელიც ავტომობილში იჯდა.
“ოპელი გადავარდაა ტირიფონის არხში ხიდიდან და კაცი დაიღუპა”, – უთხრა ადგილობრივმა “მოზაიკას”.
შემთხვევა იმ ხიდზე მოხდა, რომელიც აძვსა და ახალუბანს ჰყოფს.
შეგახსენებთ, რომ ხიდზე მიმდინარე თვეში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა – მაშინ ფეხით მოასიარულე მამაკაცი არხში ჩავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივები სასწრაფოდ ხიდზე მოაჯირის მოწყობას ითხოვენ.
დატოვეთ კომენტარი