ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, გორში მორიგი საღამო 24 ივლისს დაიგეგმა.
ინფორმაციას გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
საღამოზე, რომელიც 22 საათზე დაიწყება, დაუკრავენ:
- FELON
- LEON
- LONEX
- ROTASU
ფესტივალის ფარგლებში, საღამოები 26 მაისის სანაპიროზე იმართება. პირველი საღამო უკვე გაიმართა 16 ივლისს.
ინფორმაციისთვის, ღონისძიების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო.
დატოვეთ კომენტარი