ახალი ამბები

“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – 25 დევნილი მოსწავლე საზაფხულო ბანაკში მიჰყავთ

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – ასე ჰქვია ბანაკს, სადაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას 25 დევნილი მოსწავლე მიჰყავს. 

ბანაკი თრუსოს ხეობაში ეწყობა და საორგანიზაციო საკითხებში ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერიც არის ჩართული. 

“ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტრის ხელშეწყობით, თრუსოს ხეობაში, მონასტერთან არსებულ საგანმანათლებლო, შემეცნებით, მართლმადიდებლურ, დასასვენებელ ბანაკში „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიიდან 25 დევნილი მოსწავლე გაემგზავრება”, – წერია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იქვე ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდებთან იმუშავებენ პედაგოგები, ჯგუფის ხელმძღვანელები, ექიმები და ტრაპეზარები. 

“მოსწავლეები ათი დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის შემეცნებით, სპორტულ, სახალისო და საინტერესო აქტივობებში. აქტივობების ორგანიზებასა და ყველა სხვა საკითხში ახალგაზრდებს დაეხმარებათ კვალიფიცირებული პედაგოგები, ჯგუფის ხელმძღვანელები, ორგანიზატორები, ექიმი და ტრაპეზარები.”

დატოვეთ კომენტარი