ქალს, რომელიც ჰოსპიტალში რეანომობილს ითხოვდა თბილისში გადაიყვანეს. როგორც ჰოსპიტლის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტმა სიმპტომურ მკურნალობაზე უარი განაცხადა.
“პაციენტმა კლინიკას მომართა 4 მაისს, მას აღენიშნებოდა ხერხემლის დისკის თიაქარი. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, გაუკეთდა ოპერაცია, რომლის შემდეგ პაციენტმა დატოვა კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მისი გადმოცემით მან კვლავ მიმართა სხვა სამედიცინო დაწესებულებას და ჩაუტარდა ოპერაცია. დღეს კი, ის კვლავ მოვიდა სამხედრო ჰოსპიტალში და მოითხოვა გადაუდებელი რეფერირება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რ ითვალისწინებდა გადაუდებელ რეფერირებას. შევთავაზეთ სიმპტომური მკურნალობა, რაზეც განაცხადა უარი და აქედან გამომდინარე მას შევთავაზეთ გეგმიური რეფერირება”, – განაცხდა სახმედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, შალვა მაღლაკელიძემ.
ინფორმაციისთვის, სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებს 57 წლის ქალი უყურადღებობაში ადანაშაულებდა და ითხოვდა სასწრაფოდ გადაყვანას თბილისის კლინიკაში.