ახალი ამბები

პაციენტი სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს 

57 წლის ქალი სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ნაზიბროლა გელაშვილის თქმით, თიაქრის ოპერაცია 4 მაისს გაიკეთა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და მეორე ოპერაცია დასჭირდა. 

“გავიკეთე თიაქრის ოპერაცია და მეორე ოპერაცია დამჭირდა, თბილისში გამიკეთეს. კიდევ დამძიმდა ჩემი მდგომარეობა, სასწრაფომ შემომიყვანა და ყურადღება არ მომაქციეს, 4 საათი ვიყავი შესასვლელში. თბილისში წადი ისევო, შენ გადაიხადე რიანომობილის თანხაცო”,– ამბობს ნაზიბროლა გელაშვილი. 

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა სამართლადამცავებმა ადგილი რეაგირების გარეშე დატოვეს. 

დატოვეთ კომენტარი