გორის ცენტრალური ქუჩები ყოველ დილით ირიცხება, – ამის შესახებ “მოზაიკასთან” გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიოგრგი ბარჯაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამი წლის წინ შეძენილი ქუჩების მოსარეცხი მანქანები გამართულად მუშაობს და ქალაქის ქუჩები ყოველდღე ირეცხება.
“დილის 6:00 საათიდან გამოდიან და იწყებენ ქუჩების რეცხვას. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. იწყებენ სტალინის ქუჩიდან, ირეცხება ასევე ჭავჭავაძის, სუხიშვილის, მშვიდობის ქუჩები. ასევე მერიის მიმდებარე ტერიტორია, საკრებულოს წინ, კვერნაკის დასახლებაც”, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ.
ინფორმაციისტვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუჩების მოსარეცხი ორი მანქანა 2019 წელს შეიძინა და 710 994 ლარი გადაიხადა.
დატოვეთ კომენტარი