ახალი ამბები

ბათუმელი ქომაგი პაატა ღუდუშაურს გარიგებულ მატჩში მონაწილეობას აბრალებს

7 ივლისს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პაატა ღუდუშაურმა „დილა“ გორი დატოვა და „დინამო“ ბათუმში გადავიდა სათამაშოდ.

აღნიშნულმა ფაქტმა ბათუმელი ქომაგი გააღიზიანა და მათი ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს

„ვიგებთ, რომ „დინამო“ პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებულ ფეხბურთელს იმატებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბათუმში მას არავინ ელის.“ – წერს „შავი ზღვის პირატების“ ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილას“ ექს გარემარბი პაატა ღუდუშაური გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით 2020 წელს 8 სხვა ფეხბურთელთან ერთად დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ის უდანაშაულოდ სცნეს და ფეხბურთის ხელახლა თამაშის უფლება მისცეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები